“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მონოტონური იდიოტის მიერ ჩატარებული პროკურატურის ბოდვა ბრიფინგის მერე, საიდანაც გავიგეთ, რომ ივანიშვილმა ჩაისვარა, სანქციების შეეშინდა და მელიას გათავისუფლების ფორმას ეძებს, ახლა მე ჩავატარებ ნამდვილ და ხმაურიან ბრიფინგს:
ქალბატონი, რომლის ფოტო ქვემოთაა, ამტკიცებს, რომ ვახო სანაია არ უცემიათ, ის და მისი ცოლი სიმულირებენ თავდასხმას და თავდამსხმელები გადასარევი უკომფლიქტო ბიჭები არიან.
ახლა ვინ არის ეს ქალბატონი: ესაა ზონდერის და კორცხელის გმირის, გეგა გეგეშიძის დედა. გეგეშიძე ამავე კორპუსში ცხოვრობს და ყველა თავდამსხმელი გეგეშიძის პირადი და ახლო მეგობარია. ერთერთი თავდამსხმელი, გიგაური, არის ასევე კორცხელის ზონდერის, გრძელთმიანი გიგაურის ძმა და გეგეშიძის ბიძაშვილი. ეს ქალბატონი კი, შესაბამისად, გიგაურის მამიდა.
აღარაა საჭირო მეტი ლაპარაკი. საქმე გახსნილია – ვახო სანაიაზე თავდასხმა იყო სუსის სპეცოპერაცია, შესრულებული სუსის გამოცდილი და ცნობილი ზონდერების და აგენტ-პროვოკატორების მიერ.
გმადლობთ ყურადღებისთვის.”
კომენტარები