დღეს გამართულ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქობულეთის საკრებულოს ორ წევრს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტეს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრების განმარტებით, მიზეზი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მიერ სხდომების ხშირი გაცდენაა.
ბონდო თედორაძისა და მამული სურმანიძის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას ქობულეთის საკრებულოს 23 წევრმა დაუჭირა მხარი. უფლებამოსილების შესაწყვეტად კი მინიმუმ 19 ხმა იყო საჭირო.
შეგახსენებთ, ქობულეთის საკრებულოში სულ 35 დეპუტატია, აქედან 27 მანდატი მმართველ პარტიას აქვს, 6 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია, ერთი პატრიოტთან ალიანსის, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია.
როგორც ვხედავთ, მმართველს გუნდს მინიმუმ 27 ხმის მოპოვება შეეძლო, რადგან 27 მანდატი აქვს, თუმცა, მთლიანობაში 23 წევრმა დაუჭირა მხარი წინადადებას – დანარჩენები სხდომას აცდენდნენ, თუ არ ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას – უცნობია.
საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვებაში, მის ადგილს საკრებულოში პარტიული სიით მომდევნო წევრი დაიკავებს.
კომენტარები