მსახიობი, ბესო ზანგური, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
“ღარიბაშვილი საჭირო დროს მოვიდა ქვეყნის სათავეში. ნიკა მელია კი არა, ყველა პასუხისმგებელია თავის საქციელზე, ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. პირდაპირ კაბინეტიდან ხომ “მოხსნეს”?
სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, კანონი უზენაესია და ეს უნდა გაიგოს ყველამ, თუ წინსვლა გვინდა. დასავლელი პარტნიორებისა თუ ამერიკის საელჩოს შეფასებები და განცხადებები ხალხს უფრო აღიზიანებს, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. იმუქრებიან, ბოძებზე გამოვაკრავთ ყველა იმ პოლიციელის სახელსა და გვარს, ვინც მელიას დაკავების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობაო. ჩვენც ვიცით, ვინ იყვნენ ჯალათები და ვინ რისი გამკეთებელი იყო და ჩვენც შეგვიძლია იგივენაირად მოქცევა…”
კომენტარები