მხატვარი გია ბუღაძე, “მთავარ არხთან” ამბობს:
“საქართველო დიდი ქვეყანაა, მართალია ტეროტორია პატარაა და მრავალრიცხოვანიც არა ვართ… თუნდაც, ამითი იმსჯელონ, თავებს ნუ ითვლით, ქართველები ცოტანი ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერები ვიყავით, ვქმნიდით უდიდეს პოეზიას, უდიდეს მხატვრობას, უდიდეს არქიტექტურას, ეს პატარა ერი სამი ათას საუკუნეზე მეტია ვარსებობთ.
ამ ბოლო დროს ახალი ნარატივი რომ შექმნეს, ვითომ ეროვნულობა და პატრიოტიზმი, “ქართლის ცხოვრება” თუ აქვთ წაკითხული რომელიმეს? რომელიმე თუ დამჯდარა და ივანე ჯავახიშვილი თუ წაუკითხავს, ან “გმირთა ვარამი” ლევან გოთუასი? აღარ ვლაპარაკობ გამსახურდიას გენიალურ შემოქმედებაზე. თუ განუცდიათ იქ რა ხდება და გარეჯზე მელაპარაკებიან, დარწმუნებული ვარ რამდენი მონასტერია… ჰგონიათ, რომ ერთი ლავრაა იქ მხოლოდ და იქით კიდევ რაღაც ჩიჩხიტური, ჩიჩხიტური გენიალურია, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია… თუ იციან რამდენი მონასტერია საერთოდ, ფეხი თუ დაუდგამთ საერთოდ უდაბნოს მხარეს? ლაპარაკობენ ახლა ზედმეტს, ვითომ მართლა ქართველები იყვნენ. ქართველები არიან, მაგრამ ქართველობა ხომ სულიერი მდგომარეობაა, ეს მარტო გენეტიკა არ არის, შიგნით უნდა გრძნობდე.”
კომენტარები