პოლიტიკური მოძრაობა “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველოს ანექსიის – ქვეყნის გადაბარების საშიშროებაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ ! ნუ არღვევთ შეთანხმებას, ჩვენ მხოლოდ ვადამდელის გამო დავდექით ერთად მხოლოდ ამ ერთი მოთხოვნის გამო!
ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი,”ბოკერია-ბურჯანაძის” პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა! იმ კითხვას “თაკო აქ რატომ გვეუბნები და მაგიდასთან რატომ არ გვეუბნებიო” მათ ვპასუხობ: ჩემი პასუხი ასეთია: აქაც გეუბნებით პოლიტ კოლეგებო და “იქაც” ოპოზიციის მაგიდასთან, რადგან მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი პირველ რიგში, მე დავპირდი ხალხს, ჩემს სამეგობროს ფ.ბ- ში, რომ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება ეცოდინებოდათ, ჰოდა ვასრულებ პირობას! კოსაჩოვ-პუტინთან ერთად ” გავრილოვებს” ვერ მოვუგებთ!”
კომენტარები