პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ყოფილი პარლამენტარი, ალექსანდრე თამაზაშვილი, “ტვ პირველის” სიუჟეტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება, აქვეყნებს ფოტოებს, ლინკს და წერს:
“მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!
მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს:
სადაც პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა (მამის ძმა) დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში, საქართველოს მოქალაქე. ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მსგავსად აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.
ვინც პირადად მიცნობს ყველამ იცის, რომ მე და ლევან ზილფიმიანი ვართ ბავშვობის მეგობრები და ერთმანეთთან წლებია ნათელ-მირონი გვაკავშირებს.
მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდე მაშინ დაიწყო, ვიდრე ირაკლი ჩემი დის მეუღლე გახდებოდა…
შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის დაკავშირების ამ კომპანიასთან და მით უმეტეს რუსულ კავშირებთან გახლავთ მის მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის მორიგი სერია!
აღნიშნული ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორი- ლევან ზილფიმიანი გააკეთებს განცხადებას…”
კომენტარები