ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში:
“ხეობა 99 წლითაა გადაცემული თურქული კომპანიისთვის, 381 ჰექტარი გადაცემულია სამუდამო საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს 15 წლის განმავლობაში რომ იყიდის ელექტროენერგიას კომპანიისგან 6,2 ცენტად, 3 პროცენტიანი წლიური ზრდით, ეს თავიდანვე გულისხმობს იმას, რომ დღეს რაც არის ღირს, იმაზე ძვირი იქნება.
ასევე, ვალდებულებას იხსნის კომპანია, რომ 15 წლის შემდეგ საერთოდ აღარ მიჰყიდის ელექტროენერგიას სახელმწიფოს და ისმის კითხვა – სად არის ენერგოდამოუკიდებლობა და სად არის ის ხელში შეჩეჩებული ჩვენი ქვეყნის “წარმატება”, რომელშიც ვერ დარწმუნდა ამდენი ადამიანი.
ეს არის ხელისუფლების დაუდევრობა, რთული ბრალდებაა ადამიანს ქვეყნის გაყიდვა დააბრალო, მაგრამ თუ ადამიანი ამ ქმედებების მიზნობრიობას ვერ იაზრებს, ის არის დამნაშავე და უნდა დაისაჯოს.
რატომ არ გვინდა რომ მიიღოს ამ აქციამ პოლიტიკური ფორმა? – დადგა დრო, გავიზარდოთ, ისე რომ მშვიდობიანად ჩავდგებით სადაც პრობლემაა და გადაგვიარონ მათ… არ გვაქვს იმის საჭიროება, რომ ჩვენ გავილაშქროთ ქართველი ხალხის წინაშე, თუ ვინმე გაბედავს, მოვიდეს და გადაგვიაროს.”
ვიდეოს სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი მონაწილეა, მაია შანიძე ავრცელებს და წერს:
“როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მსგავსი ხელშეკრულებით გაასხვისო მიწები.”
კომენტარები