“მთავარი არხის” ინფომაციით, თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. თუმცა თავად საბანაძე ამ ფაქტს არ ადასტურებს და არც “მთავარის” კითხვებს პასუხობს.
სანამ გიორგი გახარია თანამდებობას ოფიციალურად დატოვებდა, საკადრო ცვლილებები მის კადრებს თავად შეახო შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ერთ-ერთი ასეთი იყო, აჭარის პოლიციის უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიამ რეგიონალური პოლიტიკის ხელმძღვანელად დანიშნა და გუბერნატორების კონტროლი ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ საბანაძე და ანანიაშვილი ოჯახის წევრები არიან.
ოპოზიციის შეფასებით, მთავრობაში კადრების წმენდა მოსალოდნელი იყო.
“მას შემდეგ რაც გახარია გადადგა ბუნებრივია და მოსალოდნელი იყო, რომ დაიწყებოდა შიდაკლანური დაპირისპირებების წინა პლანზე წამოწევა. შესაბამისად, წმენდა დაიწყება ახლა, გადადგომებიც იქნება. ესაა ბუნებრივი პროცესი და ბუნებრივი მანიშნებელი იმ რღვევის, რომელიც არის ქართულ ოცნებაში, რაც არ უნდა მკაცრი სახეებით და ასე ვთქვათ ენერგიულად იმოქმედონ”, – განაცხადა, “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა.
გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე არ გამორიცხავს, რომ გახარიას კადრები ე.წ. “კახური კლანის” წევრებით ჩანაცვლდეს.
წყარო – მთავარი
კომენტარები