დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია, სოციალურ ქსელში, წერს”
„რამდენიმე წუთის წინ სერიოზული, ორკესტრირებული „თავდასხმა” მოხდა ჩემს ერთ-ერთ სამედიცინო ინფორმაციაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ჩემი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.
ერთი რამე იცოდეთ, შეიძლება ბევრი რამე მოვითმინო, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ. ომი გინდოდათ?? ხოდა მიიღებთ ომს.
გაორმაგებული ძალებით ვაგრძელებთ Fake-წამლების და დანამატების გამოვლენას ისევ და ისევ ამ ბედკრული ერის ჯანმრთელობის დაცვისა და ჯიბეების დაზოგვის მიზნით“
ცოტა ხნის წინ, ზაზა თელიამ კიდევ ერთი მედიკამენტის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
“რა თქმა უნდა გრძელდება შარლატანიზმი ქართულ მედიცინაში“
ექიმი, ზურაბ გურული ამ ფოტოს ქვეშ, წერს:
“ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენ!ამ წამლად წოდებული სისულელეების გავრცელებაში ადამიანებს ასაქმებენ და მათი შემოსავლის წყაროა, ამიტომ დაინტერესებულები ყოველთვის “იხმალავებენ” უაზრო არგუმენტებით. მაგრამ, არსებობს პროფესიული სინდისიც, საბედნიეროდ.”
კომენტარები