დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მასთან ნურასდროს იკამათებ, ვინც სიმართლის გამო კი არა, წინააღმდეგობის სულის გამო ვერ ისვენებს და სულ ერთია რაზე ისაუბრებს, ოღონდ პირი დააღოს და ილაყბოს.
ასეთები მრავლად არიან, მაგრამ მათი სიმრავლე იმ ადამიანების ბრალია, რომლებმაც მათთან უაზრო საუბრებს დიდი დრო დაუთმეს…
როცა ხვდები, რომ ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიას ვერ დაწერს და კიდევ დიდ გულზეა, გაუღიმე და ,,იმის იქით” გაუშვი, მარტივია!..
რაც დრო გადის, ცარიელ და უმაქნის ხალხს მეტი პრეტენზია და ამბიცია გააჩნია… მომავალში ეს მანკიერება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან თავხედობა და გამბედაობა მეტი აქვთ…
არ შეიძლება ასეთ სიბეცეს განვითარება მიეცეს… ჩანასახშივე კუთვნილი სახელი უნდა დაერქვას და განეიტრალდეს…
შეგნებული არასდროს საუბრობს უტაქტოდ, მაგრამ არც არაფრის მომცემ საუბარს აყვეს…
გულიც ნაკლებად დაგწყდება, ნაკლებად გეტკინება… როცა ყველა მოვლენას, გაბედავ და თავის ადგილს მიუჩენ!..”
კომენტარები