ევროკავშირი ვაქცინის პასპორტს მარტში წარადგენს. ციფრული პასპორტი ევროპელებს საშუალებას მისცემს პანდემიის პირობებში თავისუფლად იმოგზაურონ. სიახლის შესახებ პირველი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეინმა გააკეთა.
“ციფრული მწვანე საშვი” უზრუნველყოფს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ადამიანი აცრილია და როგორია მისი ტესტების პასუხები.
საფრანგეთსა და ბელგიაში მიაჩნიათ, რომ არასამართლიანი იქნება თუ მგზავრობის საშუალება მხოლოდ ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეეძლებათ. საკითხზე მსჯელობა გრძელდება და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება, მეტი დეტალი იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციის მატარებელი იქნება ციფრული პასპორტი და რისთვის მოხდება მისი გამოყენება.
წყარო – ამერიკის ხმა
კომენტარები