„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური უფლებების პროგრამების დირექტორი, ლინა ღვინიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნამახვანჰესზე პარლამენტის წევრების დღევანდელი გამოხმაურებებით ჩანს რომ დეპუტატები ერთადერთ პრობლემად კომუნიკაციის ნაკლებობას ხედავენ. პარლამენტს როცა ჩართვას ვთხოვდით, გვითხრეს რომ რესურსი არ ქონდათ ამ საკითხზე სამუშაოდ (სულ 10 დღის წინ იყო ეს).
მთავრობა და პარლამენტი 4 თვეზე მეტია აიგნორებს ადგილობრივებს, მეცნიერებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს.
მრავალრიცხოვანი აქცია დასჭირდათ იმის მისახვედრად რომ მოქალაქეებს რომლებსაც ასახლებ, უტბორავ სამოსახლოებს, უქრობ განვითარების შესაძლებლობებს და მალულად უყიდი ხეობას, კი, უნდა ელაპარაკო!
უბრალოდ პრობლემა იმაშია რომ კითხვები რომლებზეც პასუხები არ გვქონდა, უკვე გვაქვს და არ ვიცი რის ახსნას აპირებს მთავრობა ამ „კომუნიკაციისას“:
ყველა ნებართვა გაცემულია უკანონოდ;
ნებართვები გაიცა და დაიწყო მშენებლობა ფუნდამენტური კვლევების გარეშე, მათ შორის, ჩატარებული არ არის გეოლოგიური კვლევა, ანუ არ იციან ჰესს რა ბუნებრივ გარემოში/ქანებზე აშენებენ;
შეფასებული არ არის ჰესის ზიანი;
შეფასებული არ არის ჰესის საფრთხეები;
ჰესის აშენება წამგებიანია ფისკალურად, საუბარია მილიონობით ლარზე რომელსაც ენერგიის ძვირად/გარანტირებულად შესყიდვაში გადაუხდის საქართველო ენკას (ამას ამბობს მსოფლიო ბანკის დასკვნა ნამახვანზე)
ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია (15 წლის შემდეგ სრულად) ეკუთვნის კერძო უცხოურ კომპანიას, რომელიც მას თავისუფალ ბაზარზე გაყიდის – ეს აბათილებს ენერგოუსაფრთხოების არგუმენტს. ეს არ იქნება ქვეყნის ენერგია;
კერძო კომპანიისთვის მიერ ენერგიის გამომუშავებისთვის (და არა ენერგოუსაფრთხოებისთვის) რომელიც ჩვენიც კი არ არის, (უფასოდ) ვთმობთ რიონის და ცხენისწყლის ჰიდრორესურსს, რიონის ხეობას, ათასობით ჰექტარ მიწას, ასევე ტყეებს, მდინარეებს, ბუნებრივ წიაღისეულს;
დანარჩენზე ხვალ, EMC სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმების შეფასებას გაასაჯაროვებს.”
კომენტარები