“ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია, ის რა განცხადებებსაც აკეთებს. გთხოვთ, მისგან აიღოთ ინტერვიუ”, – აღნიშნულით ამირან გამყრელიძემ თავისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის საკითხი მხოლოდ ელჩების დონეზე არ უნდა წყდებოდეს.
“ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე თვე “ფაიზერის” ოფისში იჯდა, სანამ ვაქცინები არ გამოიტანა”, – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
კომენტარები