ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ე.წ. პატარა ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზია გაძარცვეს.
როგორც გვატყობინებენ, მძარცველებმა მაღაზიის შუშა ჩაამსხვრიეს. წაღებულია 4 კოლოფი სიგარეტი და 2 ცალი პური.
ძარცვაში, სავარაუდოდ, 4 პირი მონაწილეობდა, რაც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ძარცვა კომენდანტის საათის დროს, დაახლოებით, ღამის 4-5 საათისთვის მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილია ცხელ კვალზე.
წყარო – გურია ნიუსი
იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მართლაც ძარცვის მუხლით დაიწყება, 4 კოლოფი სიგარეტისა და 2 პურის ქურდობისთვის დაკავებულ 4 პირს რამდენწლიან სასჯელს დაუწესებენ, შეხსენება არ გჭირდებათ.
უამრავმა მაღალჩინოსანმა მოიპარა მილიონები, ამაზე თავად ჩინოვნიკებიც ღიად პასუხობენ, თუმცა, სამწუხაროდ, ბიუჯეტის ძარცვა აღარ ისჯება საქართველოში, პურის ქურდობა კი დასჯადია. არც ის ხელისუფლება ისჯება, რომელმაც ხალხს პურის ფულიც აღარ დაუტოვა ჯიბეში, თუმცა, პურის ქურდობა ისჯება.
რა თქმა უნდა, აქლემისა და ნემსის ქურდი, ერთია, მაგრამ აქლემის ქურდებს როდის მოევლებათ?
კომენტარები