პოლიტიკოს, ბაჩო ახალიაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეს დღეებია ძალიან ბევრი თქვენგანი მეკითხება, თუ როდის უმთავრდება ბაჩოს ე.წ. „სასჯელის ვადა“.
ბაჩო ახალაიას ივანიშვილმა მიუსაჯა 9 წელი (სიმბოლური ციფრია: 9 წელი… 9 წელი…)
როგორც გახსოვთ, ბაჩო 2012 წლის 5 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში, 6 ნოემბერს დაიბარეს პროკურატურაში და დააპატიმრეს, ისე რომ არც ე.წ. მოწმეების დაკითხვები ჰქონდათ დამთავრებული და არც საჩივრები შესული პროკურატურაში.
ხოდა 2012 წლის 6 ნოემბერს + 9 წელი=2021 წლის 6 ნოემბერს.
ანუ 9 წლიანი სასჯელის ვადა იწურება 2021 წლის 6 ნოემბერს, მაგრამ წელს ვერ გამოდის, არ უშვებენ
რატომო არ მკითხოთ – პასუხი არ მაქვს, მეც ვერავის ვკითხე…“
კომენტარები