14 წლის გარდაცვლილი გოგონას ძმა, რომელიც დედას პირველად უსვამს საჯაროდ კითხვებს, “ნანუას შოუში” ძმა ამტკიცებს, რომ მისი და ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არ იყო:
“ვიცოდით, მაგრამ პოლიციამ არაფერი გააკეთა, რომ ჩემი და გადაერჩინა….
დღესაც პურის ნატეხს ტეხავნ და მაჭმევენ, ნინიზე ცხოვრებაში ხელი არასოდეს აუღმართიათ, იმიტომ რომ ნინო იყო ყოველთვის კარგი ყველასთვის… ის სილურჯეები იყო იმ ბიჭისგან, მაგრამ იმდენად დაშინებული იყო, ვერ ამბობდა. სოც. მუშაკები ერთხელ გვყავს ნანახი, მეტჯერ არც მოსულა.
დატანჯული ვართ, ვერც ერთი ვერ მიხვდებით როგორ… მე არასოდეს ვარ სახლში, სულ ქუჩაში ვიყავი, მაგრამ ნინი ბაბუას გოგო იყო… მაგას რატომ არ ამბობენ, წინამდე რა თქვა. მარტო ცოდვების გამოსყიდვა ამოჭრეს და ამ კაცმა ახსნა ყველაფერი…
მხოლოდ ორ შეკითხვას დავსვამ, სრულიად საქართელომ მოისმინა, ამბობდა, მე ვთხოვე მაგენს, ბიჭი დაიტოვეთ და გოგოს წავიყვანო, მე მისი შვილი არ ვიყავი? ან გოგოების წაყვანის უფლება ვინ არ მისცა? სკოლაში მოსულიყო… ნინისაც არ უნდოდა ნახვა, ეს ამბავი რომ მოხდა, მერე თქვა, წავალო, იმიტომ რომ რცხვენოდა სკოლაში წასვლის…
თუ დედაა ეგ, 23 დღე გავიდა, ერთხელ მოვიდა ნინის სასაფლაოზე? ყოველ დღე იქ ვარ…
მე ისეთი რაღაცა მაქვს გამოვლილი, ღმერთმა არავის გამოატნიოს. 6 წლის დამტოვა… საჭმელიც გვქონდა, ფულიც, მარა გამკეთებელი არ გვქონდა. ტანსაცმელი რომ გამოგვიგზავნა, ჩემმა დებმა და მე ეს ნაგავი არ მივიღეთ…
მის გულში ჩაიხედოს, 6 თვის პენსია რომ წაიღო, ლუკმა-პური რომ წაგვართვა…”
-მაპატიე, მაგრამ მაგ სახლში რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ნინი თავს არ მოიკლავდა… – პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი
-“ესე იგი მაბრალით მე? მე მოვკალი, ესე იგი ნინი, ასე გამოდის? არც ერთმა ქართველმა არ იცის, ნინიზეც დავიფიცებ, ეს ქართველობა არ არის, რაც არ იცი რა უნდა ილაპარაკო. ასე რომ ვილაპარაკოთ, ნინი ცოცხალი იქნებოდა, თავიდანვე რომ დედა ყოფილიყო, რომ არ წასულიყო, არ გაპარულიყო, შვილებთანაც მევიდოდა და ყველაფერს იზამდა… მაგრამ მარტო რომ დაგვტოვა და ნინი 2 წლის ასაკში ჯერ მამას იძახდა და მერე დედას ტიროდა…”
კომენტარები