ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის, იმის შესახებ, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები გაიმართოს პარლამენტში, ხოლო ადგილზე ჩავიდნენ ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი, რიონის ხეობის მაცხოვრებლები ეხმაურებიან:
“ჩამოვიდეს ვისაც უნდა და ის ილაპარაკოს, რაც უნდა. ჩვენი მოთხოვნები ისევ ძალაშია და ამ მოთხოვნებს დავახვედრებთ ნებისმიერს, ვინც აქ ჩამოვა. მოთხოვნაა, რომ ხეობიდან გაიყვანონ სამშენებლო ტექნიკა, ხოლო თურქულმა კომპანიამ დატოვოს იმერეთი” – ამბობს ხეობის მცხოვრები,
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე კი პრემიერის განცხადებას ასე ეხმაურება:
“ველოდები საკომიტეტო მოსმენებს!!!
ერთი სული მაქვს!!!
გადაჯეგავენ ჩვენები არგუმენტებით …”
“ალია” შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა:
“ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე ხვალ და დაიწყონ კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, მონაწილეობა მიიღონ შესაბამის საკომიტეტო მოსმენებში პარლამენტში. მნიშვნელოვანია, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი“
კომენტარები