“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“იქამდე, სანამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, ბერას უკვე დადასტურებული ნეპოტისტური კაპრიზის შესახებ მინდა შეგახსენოთ.
შპს „ბლექ სი არენა“-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ბერამ საკუთარი მეჯვარის და უახლოესი მეგობრის, ამიკო ჯანელიძის დანიშვნა მოინდომა.
ამ უკანასკნელი სახელმწიფო კომპანიის შენახვა სახელმწიფოს სულ მცირე 5-7 მილიონი ლარი უჯდება (ანუ ზარალიანია), საიდანაც ყოველთვიურად 6,250 ლარს ბერას მიერ გუშინდელ აუდიოჩანაწერებში ხსენებული ამიკოც იღებს ხელფასის სახით.
ბლექ სი არენაში არსებულ სიტუაციაზე მოგვიანებით მოგიყვებით, თუმცა მანამდე გეტყვით რომ პანდემიის გამო დროებით უფუნქციოდ მყოფი საკონცერტო დარბაზის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება სახელმწოფოს 2 მილიონ ლარამდე დაუჯდა 2020 წელს.
ბატონო ანზორ, თუ რამეში დაგჭირდეთ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ვცხოვრობ.”

კომენტარები