„რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო ბლიაძე სოციალურ ქსელში მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ რესტორნები ცოცხალი მუსიკის გარეშე იმუშავებენ, ეხმიანება:
„ცოცხლად ვინც უკრავს ყველა სიკვდილის პირასაა. (ჯგუფები დაიშალა, ვოკალისტები ტაქსაობენ, ინსტრუმენტალისტები ინსტრუმენტებს ყიდიან)
მაგრამ იმდენი მაინც დავრჩებით რო თქვენ გაგაცილოთ ამ ქვეყნიდან ზურნა/დუდუკებით, ბოლო გზაზე! უსინდისოებო!
გახსენით ქვეყანა!”
“ალია” შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შიდა სივრცეების, შაბათ-კვირის გარდა, ფუნქციონირება დასაშვები იქნება, კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება.
კომენტარები