• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობენ საქართველოს პრეზიდენტი და ქალი მინისტრები

ალია ავტორი - ალია
20:10 03-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

საქართველოში მოქმედი 11 სამთავრობო უწყებიდან სამს ქალი მინისტრი უძღვება.

ამასთან, 2018 წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნულ პოსტს 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე – 2019 წლის 18 ივნისიდან, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი 2020 წლის 6 აგვისტოდან.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ საქართველოს პრეზიდენტი და ქალი მინისტრები.

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 66 240 ლარი ჩაერიცხა, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთლიანად მიმართა ქველმოქმედებაზე. დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ქველმოქმედების სახით პრეზიდენტს მთლიანად გაცემული აქვს 78 326 ლარი – “სალომე ზურაბიშვილის ფონდში“ გადარიცხული აქვს 49 520 ლარი, ხოლო ზოგადად ქველმოქმედებაზე – 28 806 ლარი აქვს გაცემული.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებაშია: 2006 წელს შეძენილი 126,33 კვ.მ სახლი თბილისში, ასევე, 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 160 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა 60 კვ.მ სახლი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, პრეზიდენტი ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე – 30 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 1 940 ლარს, société générale Paris-ის ანგარიშზე კი – 62 378 ევროს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 ნოემბერს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მინიტრმა დაკავებულ თანამდებობაზე, წინა წელს ხელფასის სახით – 69 048 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ნათია თურნავას უძრავ-მოძრავ ქონებას, მის საკუთრებაშია: 2020 წელს საჩუქრად გადაცემული 63,3 კვ.მ ბინა დედაქალაქში. ასევე, საჩუქარია 130,79 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2003 წელს გადაეცა. მინისტრმა 2010 წელს შეიძინა ავტოფარეხი და ბინა თბილისში, რაშიც ჯამში – 66 400 აშშ დოლარი გადაიხადა. 2016 წელს კი, საჩუქრად გადაეცა 1615 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ არაშენდაში.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნათია თურნავა ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე – 120,44 აშშ დოლარს, “თი-ბი-სი ბანკის“ საბარათე ანგარშზე – 411,23 ევროს, 8 908 ლარს და 499,32 დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა არის შპს სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი საქართველოს 15%-იანი წილის მფლობელი და სს კონსტანტა საქართველოს აქციონერი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნახევარ წელიწადში ამ პოსტზე 32 250 ლარი შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ტიკარაძე მინისტრობამდე საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო, სადაც 2019 წლის 1-ელ ნახევარში მისმა შემოსავალმა – 67 214 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ააიპ „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე შემოსავლის სახით 23 112 ლარი მიიღო.

2020 წლის 31 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ტიკარაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 18 189 ლარი ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მინისტრი შპს ROOM 404-ის 50%-იანი წილის მფლობელი იყო, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 1 444 ლარის შემოსავალი მიიღო. ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ ტიკარაძემ წილი გაასხვისა, თუმცა გარიგების შედეგად მიღებული შემოსავალი 0 ლარია.

რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს, ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 29 იანვარს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თეა ახვლედიანი ფლობს თბილისში 70,74 კვ/მ ფართის ბინას, რომელიც 2016 წელს 40 000 დოლარად შეიძინა. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება ახვლედიანის სახელზე არ ფიქსირდება.

დეკლარაციის შევსების მომენტში, თეა ახვლედიანს „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშებზე 3 195 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, თეა ახვლედიანმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე, 2020 იანვრიდან აგვისტომდე ხელფასის სახით – 34 320 ლარი მიიღო; ხოლო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე (2020-ის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით) – 24 250 ლარი.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეთეა ახვლედიანინათია თურნავასალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved