ავსტრიის ხელისუფლებამ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ ერთი ადამიანის დაღუპვისა და რამდენიმე ადამიანის ავად გახდომის შემდეგ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ 49 წლის ქალს კუაგულაციის მძიმე დარღვევა დაუფიქსირდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ხოლო 35 წლის ქალს, ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ ფილტვის ემბოლია განუვითარდა. ფილტვის ემბოლია არის მწვავე ფილტვის დაავადება, რომელიც გამოწვეულია თრომბის გადაადგილებით.
„ამჟამად გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს“- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურმა ოფისმა.
შვეიცარიულმა გაზეთმა Niederoesterreichische Nachrichten-მა, ასევე, მაუწყებელმა ORF-მა და სააგენტო APA-მ განაცხადეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილიც და დაავადებულის ექთნები იყვნენ, რომლებიც „Zwettl-ის“ კლინიკაში მუშაობდნენ.
ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურმა ოფისმა განაცხადა, რომ სისხლის შედედება არ არის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში.
ისინი ატარებენ გამოძიებას, რომ ვაქცინაციასთან შესაძლო კავშირი სრულად გამოირიცხოს.
„როგორც აღმკვეთი ღონისძიება, კონკრეტული ჯგუფების ვაქცინაცია აღარ მოხდება,” – დასძინა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ.
„ასტრაზენეკას“ კომპანია აცხადებს, რომ სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ყოფილა დადასტურებული და ვაქცინის ყველა პარტია გადის მკაცრ და ხარისხიან კონტროლს. გარდა ამისა, კომპანიის სპიკერმა დასძინა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და ის უკვე დამტკიცებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში. AstraZeneca– მ ასევე განაცხადა, რომ მას აქვს კომუნიკაცია ავსტრიის ხელისუფლებასთან და სრულად დაუჭერს მხარს გამოძიებას.
ევროკავშირის მარეგულირებელმა წარმომადგენლებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 30 იანვარს დაამტკიცეს და აღნიშნებს, რომ მისი გამოყენება ეფექტური და უსაფრთხოა.
გერმანიის ვაქცინის მარეგულირებლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც 360,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, 26 თებერვალს, დაასკვნა, რომ გვერდითი რეაქციები შეესაბამება კლინიკურ კვლევებში აღწერილ უსაფრთხოების პროფილს.
კომენტარები