თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სოლიდარობა ღირსეულ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის, ასევე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს…
იმ ცირკს რასაც პეტრე ცაავას დაგეშილი სასულიერო და საერო პირები აწყობენ (კადრულობენ) ზღვარგადასულია, მოკლებულია ყოველგვარ საეკლესიო კანონიკურობას და ამისთვის პასუხისგება მოუწევთ…
პეტრე ცაავას შფოთი შეაქვს მრევლში განყოფს მრევლს და რა დასანანია, რომ ბოროტის მსახურებას აღასრულებს…
მეუფე სტეფანე მოქმედებს საეკლესიო სამართლის დაცვით. წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ჭყონდიდის ეპარქიაში განამწესა მიტროპოლიტი სტეფანე…
მღვდელმთავარი განაგებს ეპარქიას და მას უნდა დაემორჩილოს ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები, ბერები და მონოზვნები (მრევლი). მათი მხრიდან ეს არის ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა როცა მღვდელმთავარი უღირსად იქცევა და ეკლესიის სწავლებას გარდავა. ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს მიერ არ მომხდარა საეკლესიო სამართლის დარღვევა. ის დაემორჩილა სინოდის გადაწყვეტილებას და ჩავიდა ჩაბარებულ ეპარქიაში…
მაშ რა ხდება. რა საფუძვლით მოუწოდებს გარკვეულ მღვდელთა ჯგუფი და მრევლი მეუფე სტეფანეს დატოვოს ეპარქია. მათ არასწორ მოთხოვნას რა თქმა უნდა მიტროპოლიტი არ ეთანხმება და მართალიცაა, რადგან მათ სინამდვილეში არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ მსგავსი მოთხოვნა დააყენონ. ისინი არ ენდობიან არცერთი სინოდის წევრს, ეს იქედანაც სჩანს, რომ არად აგდებენ სინოდის გადაწყვეტილებას, საეკლესიო სამართალს და მხოლოდ პეტრე ცაავას მოითხოვენ თავიანთ მწყემსად…
მსგავსი მართული პროცესებით უკვე დაზიანებული პეტრე აზიანებს მრევლსაც. იმედს ვიტოვებ მრევლი მიხვდება ყოფილი ეპარქიის მმართველის მზაკვრობას, რომ სინამდვილეში ის მათ თავის ინტერესების განხორციელებისთვის იყენებს და ქრისტეს ეკლესიაში მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დადგენილ წესებს უგულებელყოფს…
პეტრეს კარგად მოეხსენება, უწმინდეს პატრიარქზე ცილისწამებას ვერ დაამტკიცებს და განკვეთა არ აცდება. ამიტომ ყველაფერზე მიდის…
სრული კრახი ელოდება…
“ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან” (მათეს სახარება18.6).
ჭყონდიდის ეპარქიას მშვიდობას ვუსურვებ, მეუფე სტეფანეს სიმტკიცეს, მრევლს გონიერებას და დადგენილი მწყემსის მორჩილებას…”
კომენტარები