მეუფე ნიკოლოზი, ჭყონდიდის ინციდენტზე განცხადებას აკეთებს თავის იუთუბ არხზე:
“გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში შტურმი მოხდა, სხვა სიტყვა არ შეესაბამება. მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში.
ეს ორი დიაკონი არ მოვიდნენ მასთან რომ ემსახურათ. მეუფე სტეფანემ ყველა წესის დაცვით შეუჩერა მსახურება. ყველანაირი უფლება აქვს ამის. ამან გამოიწვია უკმაყოფილება, პირობითად მრევლში, თორემ, ნამდვილი მრევლი არ შეიძლება რევოლუციური გზით გამოხატავდეს თავის აზრს. მეუფე სტეფანეს მოსთხოვეს ახსნა-განმარტება. მეუფე სტეფანემ მოიწვია საეპარქიო სხდომა. ეზოში იყო შეკრებილი ხალხი, მრევლი არ არის ეს, ეს იყო ხალხი, ვინ აწყობს ამას და როგორც აწყობს, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ცხადია. შეუვარდნენ მეუფეს დარბაზში, შეუცვივდნენ კრებაზე, ესეც გადაღებულია როგორ შეუცვივდნენ. იყო ერთმანეთზე მიწოლა და ასევე ჩვენი გამოჩენილი ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს აუსრულედნენ… ის ფარფატა, გაუბედურებული აივანი გადატყდა…
შეცვენილმა ხალხმა გადატეხა მოაჯირი. გადმოცვივდა საწყალი ხალხი, ჟურნალისტებიც, სასიამოვნო კი არ არის მეორე სართულიდან გადმოვარდა, მაგრამ…
ძალიან ახლოს ვიცნობ მეუფე სტეფანეს. სულ ცოტა ხნის წინ მეუფე სტეფანემ გააკეთა მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა. აღმოაჩინა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, გათხარა ყველა წესის მიხედვით, აღმოაჩინა მაქსიმე აღმსარებლის და მისი თანამოაზრეების ძვლები – მთელმა მსოფლიომ დაადასტურა ეს. ნიკო მარმა გადათხარა ყველაფერი, ვერ აღმოაჩინა და მეუფე სტეფანემ აღმოაჩინა ტაძრის საკურთხევლის ქვეშ (რომელიც იმ დროისთვის არ იყო მოქმედი)… მეც ვიყავი იმ ეპარქიაში, მაგრამ ეს ვერ მოვიფიქრე. ეს აღმოჩენა არის მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა. მსოფლიოში არსად, არც ერთ მონასტერში არავის აქვს პრეტენზია იმაზე რომ გააჩნია მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილები და არის მარტო საქართველოში.
ეს ტელევიზიები რას მიკეთებენ? რომელიმე ტელევიზიამ გააშუქა ეს ამბავი? მე არ გამიგია. მე არავის ვეუბნები ინტერვიუზე უარს, ყველგან მივდივარ. შესაბამისად, მაქვს შეხება ტელევიზიებთან.
დღევანდელი ტელევიზიები დაკვეთით საზოგადოებაში ავრცელებენ შხამს. ერთ-ერთმა წამყვანმა მკითხა – რაო, გველის შხამსო? გველის გარდა სხვა არა აქვს შხამი? ამ ტელევიზიებსაც ნუ შევხედავთ ნეგატიურად, საზოგადოების დაკვეთაა ნეგატივი. ამ ნეგატივს საზოგადოება ითხოვს, ნეკროფილიაა რა, ადამიანებს აქვს ეს მიდრეკილება. თუმცა, იგივე ტელევიზიები ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.”
კომენტარები