„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები სოსო ტყემალაძეს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, შემდეგ კი მისი მისამართით გინება დაიწყეს.
რაც შეეხება არჩევნების პროცესს, უკვე დაწყებულია ყრილობის დელეგატების რეგისტრაცია.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, ექსპო ჯორჯიის საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა.
ფოტო – მაესტრო
კომენტარები