მას შემდეგ, რაც გუშინ, “მთავარი არხის” ეთერში გავიდა რეპორტაჟი, ბერას და კაბუს ისტორია – “შავი სია” იზრდება , კაბუმ “მთავარი” სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
საპასუხოდ, “მთავარმა” კაბუსთან ინტერვიუს ის ნაწილიც გამოაქვეყნა, რაც ეთერში ვერ მოხვდა:
“ჩემი ქვეყნის თითოეული მოქალაქე თუ არ გიყვარს, ადექი, ბიძიკო მაგ სკამიდან და წადი, ტო, სადაც გიყვარს და ვინც გიყვარს…
პრემიერმინისტრი რომ ხარ და ბავშვზე, ამხელა კაცზე ასე ლაპარაკობ, ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს, რომ ტეხავს, მაგრად…
ტო-ებით მე აღარ ვლაპარაკობ ტო, ტო-ებში გავიზარდე და ტო ვარ მთლიანი ტოო, ვცდილობ ყოველშემთხვევაში. მოვიდა ტიპი და თქვა რომ 20 წელიო ტო, 20 წელიწადშიო მეო აგერო.. და ვაფშე ვერ მიხვდა ვერავინ ტიპი რას ბაზრობდა რა. რასთან გვაქვს საქმე და ვართ ცხვარივით, ბეე და ეგა ვართ, არაფერი მეტი ტო. ასეთი ძალაუფლებიანი ადამიანი, რომელიც ცოტა აგრესიულია, ძალიან საშიშია ტო… ვერ გაბედა არა აქვს მაგ ბავშვს… რა ვერ გაბედა, ხომ არ მეღადავები. ისე გაბედავს, შენი მოწონებული.. მშვენივრადაც გაბედავს. როდესაც ამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, ჯერ ერთი პრემიერს ალაპარაკებ რაღაცებს.. პრემიერია კაცი, გაიცინებს, სხვა გზა არ აქვს, ვერ იზამდა სხვანაირად ვერაფერს, ტაშს დაუკრავს, უნდა დაეკრა, აბა არ დაეკრა ტაში.. მერე კიდევ მამა… რატო ახსენებ იმ კაცს, ტო… იცი, რომ ასე მოსმენით მოხვედი მოსმენის მამებთან გაქვს საქმე. გაჩუმდი ტო
მე არ ვიცი რა გვეშველება ბო**შვილი ვიყო.. აზრზე არა ვარ. თუ კიდევ იმი პრინციპით გავაგრძელეთ, როგორც ვიყავით, ოღონდ ესენი არა და ვინც გინდა, აი, ოღონდ ეგენი არა ვინც გინდა იქნება სულ…”
კომენტარები