დღეს “ქართულ ოცნებას” ერთი მთავარი მესიჯი აქვს, დედის გინების გამო, პასუხი უნდა მოეთხოვოს ნებისმიერსო, გვეუბნებიან… საერთოდ, დედის გინების გამო, პასუხი რომ არის მოსათხოვი, ამაზე ახსნა-განმარტება საჭირო არ უნდა იყოსო.
ანუ, დაცვა მივუგზავნოთ? და ვისაც დაცვა არა გვყავს, თავად მივიდეთ? ვინც ორს შორის სუსტია, ის ივლის მეორე დღეს ჩაფსმული?
სისხლის აღების ტრადიცია დავტოვოთ და კანონი არ გვინდა, ან, უკეთესი, სისხლს აღების ტრადიცია შევიტანოთ კანონში.
კონსტიტუციაში კი გავაკეთოთ ჩანაწერი, ერთის ძალადობა, მეორის ძალადობით ბათილდებაო…
აი, მერე უკვე კონსტიტუციური უფლება იქნება გინების გამო პასუხის მოთხოვნა…
ესეც კადრები – პრემიერი კვირიკაშვილი ნიკა მელიას აგინებს.
პასუხი უნდა მოეთხოვა ნიკა მელიას, ან დაცვა უნდა გაეგზავნა, ან სახლში მისულიყო, მეზობლები დაებარებია… მერე კვირიკაშვილს ბოდიშის ვიდეო უნდა ჩაეწერა… არც ახლაა გვიანი, ალბათ, არ არის ჯერ ხანდაზმულობა გასული და აწიც შეუძლია პასუხი მოსთხოვოს, ხო? რა თქვეს, ნეტავი, კვირიკაშვილის მეზობლებმა ამხელა პრემიერი კაცის გინება რომ მოისმინე?
თუ, პოლიტიკოსი რომ პოლიტიკოსს აგინებს, ეგ სხვა თამაშია?
ეჰ, მაგ პასუხის მოთხოვნას, საქმის გარჩევა ჰქვია სინამდვილეში და უამრავი ადამიანი ზის ციხეში, საქმის გარჩევის გამო.
სხვათა შორის, ასევე მიუღებელია აქცია “შეაგინე ბერას”! ბერამ ჩათვალა, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოს ადამიანებს მისი ლანძღვის გამო, ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ მოვითხოვოთ სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, ბერას ვებრძვით გინებით. როგორც გურიაში იტყვიან, გინება კი არა, დეპეშა აღარ მიდის დროულად ადრესატამდე – გინებით და მგინებელის გინებით რომ საქმე კეთდებოდეს, აშენებული უნდა ვიყოთ, ბატონებო, რასაც ჩვენ გიყურებთ, ბოლო წლების მანძილზე ერთმანეთის გინების მეტი არაფერი გიკეთებიათ!
გიორგი ჯავახაძე, ალია
კომენტარები