გიო ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხორავას საქმე – ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე “ღირსების დაცვას” ორი ბავშვი შეეწირა!
შაქარაშვილის საქმე – შეაგინეს ერთმანეთს, “დაიცვეს ღირსება” და 19 წლის ბიჭი მოკლეს!
ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ, რომ “ღირსება უნდა დაიცვათ” ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია.
ყველას გილოცავთ ვინც დღეს გადარჩით და ცოცხალი ხართ ამ ქვეყანაში… ხვალ შეიძლება თქვენზე ძლიერს და გავლენიანს გადაეყაროთ და მოკვდეთ…
აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!”
კომენტარები