„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით თქვა:
„ეს განცხადება არის არამარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ, მათი ვინც რაღაც არაკორექტულად დაწერა სოციალურ ქსელში, რაც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, გინდ კულტურაში, გინდ პოპ კულტურაში, ეს ამ ცხოვრების ნაწილია. როდესაც ასე იმუქრები, ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს განაცხადი. ამიტომ გვახსენდება კადიროვი. ბუნებრივია, იქ უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი. ეს პრინციპს არ ცვლის.
რაც შეეხება ძალიან იაფფასიან „ქუჩურ“ თუ „ქართულ გაგებას“, რომ არ ვაპატიებ, თუ მაგ არასწორ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე. ეს არის წმინდა წყლის ფარისევლური, უტიფარი ძალაუფლებით გახრწნილი ადამიანების ჯგუფის განაცხადი, მუქარა, საზოგადოების მიმართ“
წყარო – ინტერპრესნიუსი
კომენტარები