სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა – “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.
“მათი მიზანია როგორმე გავიდნენ წყაროზე… ჩვენი, ჟურნალისტების, მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი. როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ დაკითხვის დროს წყაროს შესახებ ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ, არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით” ,- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
კომენტარები