ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ომბუდსმენს მიმართავს. ირმა ჭკადუა ომბუდსმენს მოუწოდებს დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომელიც ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა. უფლებადამცველის თქმით, ირღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ჯერჯერობით სასამართლოს ბასილაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ჭკადუა ამბობს, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებით ომბუდსმენის აპარატი უნდა დაინტერესდეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ, 11 მარტს დოჰას საერთაშორისო ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა.
წყარო – მთავარი
კომენტარები