სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, კომპანიის ერთგულების ბარათის სპეციალურად პენსიონერებისთვის შექმნილი სქემის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირებისთვის დამატებით სქემას ააქტიურებს. აღნიშნული სქემა დევნილ პირებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, კერძოდ მიიღონ განსაკუთრებული და უფრო მეტი ფასდაკლება მედიკამენტების და სამედიცინო ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე. აღსანიშნავია, რომ “ზე ბარათზე” პენსიონერის და დევნილის სქემაში ჩართვა საკმაოდ მარტივია. ამისთვის საჭიროა „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ ფილიალში დევნილის სტატუსის და პენსიონერის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის ერთჯერადად წარდგენა.
სააფთიაქო ქსელი “იმპექსის” დაგროვებითი და ფასდაკლების ბარათის ზოგადი სქემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ შეიძინონ მათთვის სასურველი მედიკამენტები და პარაფარმაციის პროდუქცია მიმდინარე ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვონ ქულები, ანუ სხივები. ზოგად სქემასთან ერთად “ზე ბარათზე” მოქმედებს სპეციალურად მშობელთათვის შექმნილი შეთავაზებაც, რომლის ფარგლებში სქემაში ჩართული მშობლები სარგებლობენ მეტი ფასდაკლებით ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
“იმპექსის” “ზე ბარათზე” დაგროვილი ქულების, ანუ სხივების გადაცვლა შესაძლებელია სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: როგორც მედიკამენტებზე, ასევე პარაფარმაციის პროდუქციაზე.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი ზრუნავს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური და განსაკუთრებული შეთავაზებებით განაწყოს მომხმარებელი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
კომენტარები