პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომ ეუთო საქართველოს არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს, ასე შეფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“:
„არჩევნები აღიარეს კონკურენტულად, მაგრამ სიტყვა „სამართლიანი“ ?! ძალიან მაინტერესებს, ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. დავანებოთ თავი, სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. ვეთანხმები ბატონ ბორელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ არის ეს მისი გადასაწყვეტი, რადგან არცერთი თავმოყვარე ევროპელი დიპლომატი არ იტყვის პირდაპირ, სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკება ხელისუფლება და ოპოზიცია და ამისთვის მედიატორი გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩატარდებოდა ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები.
„მოდით, ერთი წამით დავივიწყოთ არჩევნები იყო თუ არა სამართლიანი, ამის გარეშეც ხომ კრიზისია ქვეყანაში. პარლამენტი ერთპარტიულია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ არჩევნებში ხალხის მეორე მხარე იყო, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა, სახლში წავიდა. გახარია, რომელიც მეორე ნომერი ფიგურა იყო იმ პარტიაში, რომელსაც ხალხმა ხმა ივანიშვილის და გახარიას წყალობით მისცა, ისიც სახლში წავიდა. არაფერს ვლაპარაკობ ნიკა მელიას დაკავებაზე და იმ სამარცხვინო ჩანაწერებზე, რომელიც მოვისმინეთ.
მესმის, რომ ხელისუფლება გაჯიუტებულია და ცეცხლზე ნავთის დასხმა არ უნდათ, თუმცა, მოლაპარკებები აუცილებლად გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება წნეხი ხელისუფლებაზეც. გარწმუნებთ, სჯობს ხელისუფლება დაემორჩილოს ევროკავშირის და საერათაშორისო თანამეგობრობის წნეხს, ვიდრე იძულებული გახდეს, მასობრივი გამოსვლების შედეგად ხელისუფლებას გაერიდოს“
კომენტარები