ზაზა ფურცელაძეს დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (OBE) მიენიჭა.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, ზაზა ფურცელაძეს მიენიჭა დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (Honorary OBE), იმ განსაკუთრებული და მრავალწლიანი სამსახურისთვის, რომელიც მან ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას მიუძღვნა,
ეს ჯილდო არის აღიარება იმ განსაკუთრებული შრომისა, რომელიც ზაზამ გასწია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად, მისი 20 წლიანი მუშაობის დროს.
ზაზა ფურცელაძე ბრიტანეთის საბჭოს გუნდს 2001 წელს შეუერთდა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 2011 წელს გახდა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი, ხოლო 2018 წელს დაინიშნა ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელად.
ორდენი OBE გადაეცემათ თავიანთი საქმიანობის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განსაკუთრებული მიღწევებისთვის.
„უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ საპატიო ჯილდოს მიღების გამო. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ვთვლი, რომ ეს ჩემი შესანიშნავი გუნდის დამსახურებაა.
I’m immensely grateful for this honorary award. This is a great privilege and couldn’t have happened without contribution of my brilliant team,“ – წერს ფურცელაძე სოციალურ ქსელში.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები