ლერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა.
იგი სოციალურ ქსელში ვაქცინის გაკეთებისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მე ავიცერი, შენ?”
“ამით ჩემთვის პანდემია დასრულებულია,”- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა მედიასთან.
ბიძინა კულუმბეგოვი:
„მინდა, პანდემია დასრულდეს ჩემი ქვეყნისთვის და მთლიანად პლანეტისთვის, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, მუდმივად არ ვიყოთ დაუსრულებელ მარათონში, დავიკეტეთ-დავიხურეთ, ყველამ უნდა გამოავლინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, ეს არ არის არავითარ საშიშროებასთან დაკავშირებული. ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით ჩემმა კოლეგებმა, უნდა მივცეთ მაგალითი საზოგადოებას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიით გამოწვეული დანაკარგები იქნება აუნაზღაურებელი, რომელსაც ვერავინ უკან ვერ დააბრუნეს, ესენი არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ძვირფასი ადამიანები. ჩვენ გაგვიჩნდა ეს იარაღი ხელში, რომ პანდემიას საბოლოოდ გამოვუტანოთ განაჩენი და ყველა მოეკიდოს ამას შეგნებულად“
საქართველოში “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მესამე დღეა მიმდინარეობს. სულ ამ ეტაპზე აცრილია 2 307 პირი.
კომენტარები