“სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს ფოტოებს და ვიდეოს, სააგენტოს ინფორმაციით, ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც ექთნის ახლობლებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამსხვრიეს”
დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა.
როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, კომენტარს არ აკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი – როგორც კი პასუხის გაცემას ინებებენ, “ალია” გაახლებს ინფორმაციას.
კომენტარები