ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციას ეხმაურება:
„აქ ჩემთვის პატივსაცემი ხალხი, რამე რომ მოხდება, მაშინვე იწყებენ მტკიცებას, რომ ვაქცინაცია არის კარგი და ასტრა-ზენეკა საუკეთესო.გავიგეთ ბატონებო.აქ პრობლემაა პროცესის ორგანიზების ჩაფლავება. შესაბამისი პერსონალის და პირობების მომზადება. რისკ-ფაქტორების გამოკვლევა ვაქცინაციამდე, მასშტაბური სოციალური კამპანიის ორგანიზება. მაგალითის ჩვენება და ა.შ.ყველაფერი ამის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ის პირადად არ აიცრებოდა და პატრიარქთან გაიქცა დასახმარებლად. ვერ ხედავთ, რომ ის არის მთავარი ანტი-ვაქსერი.
თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამას მშვიდად უნდა ვუყუროთ?“
კომენტარები