„ალიას“ ესაუბრება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი ძალიან დაეცა, ხალხის თვალში ძალიან დაპატარავდა. პრემიერი ბერა ივანიშვილის მაგინებლებისთვის საქმეების გარჩევის საქმეში, ერთ–ერთი ფიგურანტი აღმოჩნდა. მან იცოდა ბერას „შავი სიის“, მისი წევრების შესახებ და დეტალურად იცოდა, ბერას რომელი შემგინებელი ვინ, როგორ „დააჩმორა“. მართლაც, ეს კატასტროფაა ადამიანისთვის, რომელსაც პრემიერი ჰქვია. ღარიბაშვილს არ ეყო ნამუსი, რომ გადამდგარიყო. როგორ ფიქრობთ. ერთ თეთრიანზე უფრო მეტად გაუფასურებულ პრემიერ ღარიბაშვილს, ახლო მომავალში გაუშვებს პოსტიდან ბიძინა ივანიშვილი?
– ჯერ ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერება რა იყო? პირველად რომ იყო პრემიერი, რა გააკეთა, ახლა მეორედ რომ მოიყვანეს? ბერეს ეგ ბუშტი, ბერეს, მაგრამ არ იბერება, ეტყობა, სადღაც ნაჩვრეტი აქვს და იმიტომ ვერ იბერება. არ არსებობს, მაგისგან არაფერი გამოვა. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ბიჭია. ოჯახურ და ნათესაურ წინააღმდეგობებს ვერ სძლევს. პირველად ნათესავების მადის, მათი უკანონოდ ფულის შოვნის მსხვერპლი გახდა და გაბრაზებული იყო, რომ ამის გამო დაკარგა თანამდებობა. არ ყოფნის ავტორიტეტი, ნათესაობაშიც კი, რომ მის სიტყვას არ გადააბიჯონ და თავზე არ გადაახტნენ. საკუთარ სანათესაოში რომ არ ხარ ავტორიტეტი, ნათესაობას რომ ვერ აკონტროლებს, ასეთ კაცს რა უნდა პრემიერად? ის როგორ გახდება ქვეყნის ავტორიტეტი? ასეთი კაცი არ უნდა დაებრუნებინათ მთავრობაში საერთოდ. ღარიბაშვილს ეტყობა, რომ ნამეტანი აფასებს გამზრდელებს და მასზე მზრუნველებს, ივანიშვილ, მის ოჯახს. სახელმწიფოს პირველი პირი როდესაც ხდები, იქ უკვე ქვეყნის ინტერესებია მთავარი და არა გამზრდელ–მომვლელისა.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები