27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ექთნის ჯანმრთელობა გუშინ აცრის შემდეგ მალევე დამძიმდა და ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა. პაციენტი დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია გუშინ აცრის შემდეგ განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ ადგილობრივი ექიმის თქმით, მას ჯერ ქავილი დაეწყო, შემდეგ ყელი წვა და შემდეგ უკვე კრუნჩხვა. რამდენად დროულად იქნა ადგილზე მართული პროცესი – ეს ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო კითხვაა, რამდენად ჰქონდა კლინიკას საშუალება, ადგილზე დროულად აღმოეჩინა დახმარება? რამდენად იყო გაფრთხილებული, რომ მზად უნდა ჰქონოდა წამალი? როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი ჰყვება, “სადაც აცრები კეთდება, იქ უნდა იყოს წინასწარ გამზადებული დოზა…” – იყო კლინიკა გაფრთხილებული, რომ შესაძლოა მსგავსი რეაქცია ყოფილიყო? ჰქონდა მზად მედიკამენტი?
ჩვენ გუშინ ყველამ ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის ვაქცინაცია “პირადობების და რაღაცეების” გარეშე, სადაც ასევე ძალიან მარტივად აღგვიწერეს კოვიდვაქცინაცია, მიხვალ, გაიკეთებ და წამოხვალ – ხდება რეალურად დაკვირვება ვაქცინაციიდან 45 წუთის განმავლობაში? როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი ყვება, პირველი 45 წუთია ყველაზე სახიფათოა, მაგრამ ზოგადი დაკვირვება 24 საათის მანძილზეა საჭირო.
ჩვენ ყველამ ვნახეთ 27 წლის ექიმის ინტერვიუ ვაქცინაციის შემდეგ – დაკვირვების ქვეშ იყო ინტერვიუს მიცემის დროს ექიმი, თუ ვაქცინა გაუკეთეს და გაუშვეს?
აი, ამ კითხვებს უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი იმ კითხვასთან ერთად რაც უკვე დასვა! თორემ, კლინიკა თუ არსებული პროტოკოლით მოქმედებდა და თუ ისე მისცეს ვაქცინაციის გაკეთების უფლება, რომ მისი შესაძლებლობა არც კი გადაამოწმეს, ამ შემთხვევაში “განტევების ვაცი” შეგვრჩება ხელთ მხოლოდ და მხოლოდ!
“ალია” კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამასობაში, გამყრელიძის უწყებამ ფანჩატურების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა, რას ვიზამთ, ისე გვაქვს ცხოვრება მოწყობილი, დავსხდებით ფანჯარასთან და ეზოში მოწყობილი ფანჩატურების ხილვით დავტკბებით. არ გვიკვირს, პრინციპში, პანდემიის პერიოდში, იუსტიიციის ყოფილმა მინისტრმა საყვავილეების შესაძენად ათასები დახარჯა და…
კომენტარები