პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“კაცი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ადვილად არ დათმობს ძალაუფლებას.
ისინიც კი, ვინც არჩევნების გაყალბების მასშტაბზე კამათობენ ინსტიტუტების მიტაცების უარყოფა ძალიან გაუჭირდებათ.
ეხლა რა არის ადვილად თუ ძნელად დათმობა?
სანამ პიკს არ მიაღწევს გარე და შიდა ზეწოლა არ დათმობს.
გარე ზეწოლას აქვს თავისი დინამიკა. მოლაპარაკებების რაუნდები, პოზიციების მოსინჯვა და წნეხის გაზრდა მხარეების საქციელის მიხედვით.სწრაფი ბოიკოტი დასავლეთის ლოგიკაში არ ჯდება, ამიტომ პირველ რაუნდზე წნეხი ორივე მხარეს იყო, რაც სრულიად მოსალოდნელი და გასაგები იყო ჩემთვის. ამიტომ არც პანიკაში ჩავარდით, ვაგრძელებდით ახსნას და მუშაობას.
მეორე რაუნდზე, უკვე მელიას დაჭერის და ოპოზიციის თანმიმდევრულობის ფონზე წნეხმა მოიმატა, დონე აიწია და შუამავლები გადავიდნენ მედიაციაზე. დადეს პუნქტები სადაც არჩევნები და პოლიტპატიმრებიც უნდა გადაჭრილიყო ამა თუ იმ სახით. ოცნებისთვის წნეხი არ აღმოჩნდა საკმარისი, ცადა ოპოზიციის მორიგ ჯერზე გატეხვა, რომ არა კრიზისის მიზეზების აღმოფხვრით, არამედ ყველაფერში საკუთარის გატანით დაესრულებინათ. არ გამოუვიდათ.
არაფერი არა თუ არ დამთავრდა, ლოგიკურად გრძელდება და ეხლა წნეხი მოიმატებს. ჩვენ მოვახერხეთ თანმიმდევრულობის და მოქნილობის სწორი დოზით სიარული. 6 ივე პუნქტზე მედიატორები ვერ შეთანხმდენ ოცნებასთან, რომელიც გზადაგზა 6 ივე პუნქტზე ცვლიდა, აუარესებდა პოზიციას. არასერიოზულობამდე დაიყვანეს პროცესი. მოვიდოდა მედიატორი რაღაც პიზიციით, ჩვენ ვიხილავდით ვთავაზობდით კომპრომისს მიდიოდა და იქიდან საწყის პოზიციაზე უარესი მოდიოდა. კარგად გამოჩნდა მთავრობის თავხედობა აწ უკვე ევროპელების მიმართ.
მოკლედ, გარე წნეხი თავისი ლოგიკით ვითარდება და გაიზრდება.
რაც შეეხება შიდა წნეხს. მისი გამოხატულება არაა მხოლოდ რუსთაველზე მუდმივად ბევრი ხალხი. წნეხი შედგება:
1. მუდმივი აქციებისგან, რომლებიც ხან პატარაა და ხან დიდი. აქ თუ დაუშვებ შეცდომას და ერთ აქციაზე შექმნი მოლოდინს, რომ აქ მორჩება უარესი ფრუსტრაცია იქნება. ამიტომ გრძელდება პროტესტის კერები, პერიოდულად დიდი აქციები
2. დაუმორჩილებლობა, გონივრული და ადეკვატური. აქ მეტი გვაქვს გასაკეთებელი
3.მხილება და ამ გზით რეჟიმის რყევა. ესეც სახეზეა, ესეც უნდა გავაგრძელოთ ყველამ ერთად.
4. ნერვების თამაშში გაძლება. ეს არის ყველა მსგავსი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. დაღლა ბუნებრივია, მაგრამ წაგების რეცეპტია დაღლა და ამაზეა გათვლილი მთავრობის სტრატეგია. ამიტომ ბუნებრივ დაღლას ამატებს პროპაგანდას.
5.მოქალაქეებთან მუშაობა, მოტივირება, მათი პრობლემებისთვის ბრძოლა, რომ სოლიდარობა გაიზარდოს ჩვენ შორის. აქ მეტი გვაქვს გასაკეთებელი ოპოზიციას.
არაფერი არ დამთავრდა, ვიბრძვით და კარგად გვესმის გარე და შიდა ამოცანები. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმე დავამუნათო, ან ოპოზიციის კრიტიკას შევეწინააღდმეგო. ბუნებრივი და აუცილებელია ჩვენი კრიტიკა, შეცდომებისგან დაზღვევისთვის და ურთიერთნდობისთვის.
უნდა გვესმოდეს, რომ მივდივართ წინ და როცა ჭაობის შეგრძნებაა კი არ უნდა გავჩერდეთ უნდა ვიაროთ მიზნამდე”
კომენტარები