დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალება ძალიან მძიმე ფაქტია და მედიცინის მუშაკების ხვედრი არის ის, რომ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება.
“ეს ძალიან მძიმე ფაქტია და არის ისტორიაში ამ ტიპის ფაქტები, როდესაც იქცევა გზის განმანათებლად სხვებისადმი. სწორედ ეს არის, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი მედიცინის მუშაკების ხვედრი, რომ შეიძლება შენ დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ თამარ გაბუნიას თქმით, ამ ტიპის გართულებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამბულატორიებშიც ტარდებოდა დღევანდელ დღემდე აცრა, იქ, სადაც არ იყო რეანიმაციული განყოფილება. სწორედ დღეიდან აიკრძალა ასეთ დაწესებულებებში ვაქცინაცია.
აქვე, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ არ არის მედიკოსის დაღუპვა იმისათვის საჭირო, რომ სხვა ადამიანებიც გადარჩნენ! მით უფრო, როცა ინფორმირებული ხარ! და არც ერთი მედიკოსის ხვედრი არ უნდა იყოს ის, რომ თავად დაიღუპოს და ამ გზით გადაარჩინოს პაციენტები! ომში ხომ არ ვართ და შემთხვევით ტყვიას ხომ არ უმსხვერპლია? ომშიც კი არ ესვრიან მედიკოსებს!
თუ ვაქცინაცია ხვედრია და თუ გმირობად ითვლება, დასაღუპად კი არ გვემეტება, მაგრამ არ არის ექიმი ჯანდაცვის მინისტრი? თუ რატომ არ იცრება? იქნებ, უკვე აცრილი? არ ვიცით, ხალხი უკვე ამაზეც საუბრობს და გვიპასუხეთ, აცრილია უკვე? აბა, გადატანილი აქვს კორონავირუსი? რატომ არ იცრება ეკატერინე ტიკარაძე?
კომენტარები