სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სლოგანები გამოჩნდა: “აღარასოდეს დავბრუნდეთ სსრკ-ში”-ოოოო! არის ამაში, რაღაც…ანტიკური…ცოტაც, შიზოფრენიული
ბავშვობას ვერ დავაბრუნებთ, ის წლებიც ჩავლილია….
ვერც ახალგაზრდობაში დავბრუნდებით, ის უკან არ ბრუნდება…
აი, ქვის ხანის ბინადრებივით, კედლებს რომ ქვებს ურტყამენ, კომბლებით რომ დარბიან, იმიტომ, რომ “ძალაუფლება უნდათ”, ასეთ ქვის ხანის განმეორება 21-ე საუკუნეში, ნამდვილად არ მინდა!
სააკაშვილის დაბრუნება და 21-ე საუკუნეში, მეორედ, ტირანიაში ცხოვრება არ მინდა! სააკაშვილის “გეტო” არ მინდა!!!
90-იანი წლების მსგავსი არეულობის განმეორება 21-ე საუკუნეში არ მინდა; კარვები რუსთაველზე, შეშა, “ლამფა”,”ფეჩი”, არეულობა, სიცივე…მერე სროლა და სისხლი!!! არაააააააა!!!
შედით, რა, პარლამენტში, ეს ოხერი!!!
ისეეეე, გულწრფელები რომ ვიყოთ; არ ხართ, თქვენ, საპარლამენტო ხალხი, (თითო-ოროლას გარდა, რომლებიც არც თქვენს გვერდით ჩანან და არც თქვენსავით გაჰკივიან), მაგრამ…
ევროპა და ამერიკაც იმას გიჩიჩინებთ, გეყოთ, “წითელკანიანების ბელადობანას” თამაში, დასერიოზულდითო, გაიზარდეთ და გაიაზრეთო….
….ასე რომ გაღარიბდა ჩვენი ქვეყანა, შესახვეწი გახდა, შედით, შებრძანდითო…ღმერთი გადმოხედავს ამ ქვეყანას?”
კომენტარები