თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა.
ფოტოს “ფორმულა” აქვეყნებს.
მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ სურათზე რუსი ჯარისკაცია, სუჯაშვილმა პოსტი წაშალა.
მოგვიანებით კი განმარტება გააკეთა:
“მეგობრებო, საიდუმლო არაა, რომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა, თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი, ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო”, – წერს სუჯაშვილი.
ბატონო დავით, ოკუპანტის ჯარისკაცს თუ ვერ გაარჩევთ ჩვენი ჯარისკაცისგან, რა თავდაცვაზე ვსაუბრობთ და რა საჭიროა მაშინ ასეთი სამინისტრო? ასე ყველა ომს დაწყებამდე წავაგებთ, მათ შორის ინფორმაციულსაც! ეს ოფიციალური გვერდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოადგილის, ესაა პრობლემა, ამიტომაც იხდით ახლა ბოდიშს! ადმინისტრატორის (ან ადმინისტრატორი რა საჭიროა ერთი გვერდის სამართავად) და ხალხის სპეკულაციაში დადანაშაულების ნაცვლად, ხომ არ სჯობს, დაკისრებულ ვალდებულებებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ?
კომენტარები