საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება:
„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ.
ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2“-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა არა,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
„ეს ალტერნატივა არის სტაბილურობის ალტერნატივა და წარმოადგენს ახალ ცენტრს, რომელსაც უკვეთავს ქართული საზოგადოება. ქართულმა საზოგადოებამ ნახა ერთი ხელისუფლებაც და მეორეც, მაგრამ მომავალი გულისხმობს ახალ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც დაასტაბილურებს ამ ორ ვექტორს და იქნება ქართული საზოგადოების პირდაპირი შეკვეთის შემსრულებელი. ასეთი არის ოპოზიციური ძალა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროატლანტიკური, მშვიდობიანი განვითარების მიზნებს“
წყარო – ინტერპრესნიუსი
კომენტარები