ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების აღმავალ ფაზაში, მესამე ტალღის წინაშე აღმოჩნდეს:
“არ ვუარჰყოფ, მესამე ტალღის მოლოდინი ყოველთვის გვქონდა, ნებისმიერი გახსნების პირობებში ვაანონსებდით, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ხანგრძლივად იყოს გახსნა შენარჩუნებული. ვაკვირდებით, რომ არანაირი სოციალური დისტანცია არ გაგვაჩნია, მოკლე პერიოდში დაგვავიწყდა ის რთულად გამოვლილი მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე გვქონდა. ასევე მინიმუმამდეა დასული პირბადის გამოყენება.
დღეს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც მიუთითებს, იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში, რომელიც შეიძლება იქნეს წოდებული, როგორც მესამე ტალღა.”
ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება “რუსთავი2”-ის ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, მესამე ტალღის დაწყების შესახებ ინფორმაცია პირველმა გიორგი ფხაკაძემ გაავრცელა!
კომენტარები