სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას ასე ეხმაურება:
„ციკლიდან: დიდი დაბრუნებები
ექსპრემიერ გახარიას დღევანდელი განცხადების შემდეგ, სადაც მან განაცხადა: ,,არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ.”ფეისბუქზე მისი მხარდამჭერების მიერ შექმნილმა ერთერთმა ჯგუფმა, სახელწოდებით:,,დამიბრუნდი, დამიბრუნდი კვლავ” სახელი შიცვალა და დღეიდან სახელწოდებით: ,,ის აქ არის, ამბობს ქარი” სარგებლობს!
P.S.იმედია, ცოტა ხანში, ჯგუფი ისევ არ შეიცვლის სახელს და ,,რად მოდიოდი, პატარავ, ჩემთან, თუ თან მოგქონდა დიდი ნაღველი” არ დაირქმევს…“
კომენტარები