• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 სიმპტომი, რო­მელ­ზეც, “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრიდან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას ურჩევს ნორვეგია მოსახლეობას

ალია ავტორი - ალია
13:36 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ნორ­ვე­გია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, ვინც “კო­ვიდ 19”-ის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბრი­ტა­ნულ-შვე­დურ კომ­პა­ნია “ას­ტრა­ზე­ნე­კას” მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა შე­ი­ტა­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ში, თუმ­ცა მა­ლე­ვე შე­ა­ჩე­რა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა.

რა­ტომ თქვა ნორ­ვე­გი­ამ უარი “ას­ტრა­ზე­ნე­კას” პრე­პა­რა­ტით ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რა ფა­ზა­ზეა დღეს მისი კვლე­ვა და კი­დევ რა დას­კვნე­ბი კეთ­დე­ბა? – “ambebi.ge”-თან ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი და კომ­პა­ნია “აია­ნე კონ­სალ­თინ­გის” ჯან­დაც­ვი­სა და ფარ­მა­ცევ­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა კონ­სულ­ტან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­ნა ტოკ­ვი აია­ნე საუბრობს:

ნორ­ვე­გია ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ იმი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მე­ო­რე ქვე­ყა­ნა გახ­ლდათ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც “ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ა­ჩე­რა და, მი­უ­ხე­და­ვად EMA/WHO-ის (ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტო და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია – ი.ხ.) გან­ცხა­დე­ბი­სა, დღემ­დე არ აახ­ლებს მის გა­მო­ყე­ნე­ბას. იგი, ასე­ვე, “ას­ტრა­ზე­ნე­კას” პრე­პა­რა­ტით გა­მოწ­ვე­ულ შე­საძ­ლო მძი­მე გარ­თუ­ლე­ბებ­სა და შე­საძ­ლო ლე­ტა­ლო­ბა­ზე ძი­რი­თა­დი კვლე­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა დღე­ის­თვის…

“ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ და­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა, ერთი ლე­ტა­ლო­ბის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. და­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ეყ­რდნო ნორ­ვე­გია და სიფრ­თხი­ლის პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­ნაც შე­ა­ჩე­რა პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. მე­ო­რე დღეს კი უკვე და­ფიქ­სირ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ლე­ტა­ლო­ბის ფაქ­ტიც. დღეს მოკ­ვლე­ვა­შია 2 გარ­დაც­ვა­ლე­ბა და 5 კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე, 50 მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბი, რა­საც გაწ­ვდით, ამო­ღე­ბუ­ლია ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტის პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან.

იმ ეტაპ­ზე, რო­დე­საც “ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნა­ცია დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, ნორ­ვე­გი­ას უკვე გა­აჩ­ნდა “ფა­ი­ზე­რი­სა” და “მო­დერ­ნას” ვაქ­ცი­ნა­თა დო­ზე­ბი. თუმ­ცა, მო­თხოვ­ნის მას­შტა­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს დო­ზე­ბი აქაც ძა­ლი­ან მცი­რეა. მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია. “ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი და მო­ეს­წრო 121 820 ადა­მი­ა­ნის ამ პრე­პა­რა­ტით აცრა.

“ას­ტრა­ზე­ნე­კას” ვაქ­ცი­ნა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო ლე­ტა­ლო­ბი­სა და მძი­მე რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის პრე­რო­გა­ტი­ვა ჯერ გა­და­ე­ცა “რიქ­სეჰოს­პი­ტალს”, სა­დაც ეს შემ­თხვე­ვე­ბი იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი და ოს­ლოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის პრო­ფე­სო­რი პოლ ან­დრე ჰოლ­მე.

ბა­ტონ­მა ჰოლ­მემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მუ­შა­ობს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტებ­სა და “ას­ტრა­ზე­ნე­კას” შო­რის კავ­ში­რის ჰი­პო­თე­ზა­ზე და გვერ­დით ეფექ­ტებს უწო­და მწვა­ვე იმუ­ნო­რეს­პონ­სუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი.

პოლ ან­დრე ჰოლ­მე, წყა­რო: ous-research.no

ამა­ზე წერს ნორ­ვე­გი­ის ყვე­ლა ბეჭდ­ვი­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბა და იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თვე­ბიც. მა­გა­ლი­თის­თვის წყა­როდ მო­ვიყ­ვან Aftenposten, NRK, VG, Nettavisen. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტი ზრუ­ნავს უკვე აც­რილ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ზე და გა­მო­ყოფს ძი­რი­თად სიმპტომებს, რო­მელ­ზეც სთხოვს უკვე აც­რი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით აც­რი­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას.

ეს სიმპტო­მე­ბია:

სი­სუს­ტის შეგ­რძნე­ბა,

აუხ­სნე­ლი ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა,

უჩ­ვე­უ­ლო სი­ლურ­ჯე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე,

კან­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვის არ­სე­ბო­ბა.

ამ პრე­პა­რატს შე­იძ­ლე­ბა, და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ტი­პის რე­აქ­ცი­ე­ბიც ჰქონ­დეს, თუმ­ცა, რად­გან ნორ­ვე­გი­ა­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა 11 მარტს შე­ჩერ­და, ჩვენ­თან მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­თუ­ლე­ბებ­ზეა დღეს ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი.

ნორ­ვე­გი­ის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზი­გურ ჰორ­ტე­მო აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნას საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი აქვს, ჩათ­ვა­ლოს, რომ პრე­პა­რატ­მა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის – გარ­დაც­ვა­ლე­ბა, და ევ­რო­პის მე­დი­ცი­ნის სა­ა­გენ­ტოს გა­უგ­ზავ­ნა შე­ფა­სე­ბა და რჩე­ვა პრე­პა­რა­ტის ანო­ტა­ცი­ა­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს იმ შემ­თხვე­ვა­თა სუ­რა­თი, რა­ზეც ნორ­ვე­გია ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ეს შე­ფა­სე­ბა ნორ­ვე­გი­ის წამ­ლის სა­ა­გენ­ტომ უკვე გა­უგ­ზავ­ნა თა­ვის წარ­მო­მად­გე­ნელს ევ­რო­პუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ა­გენ­ტოს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის აღ­რი­ცხვის კო­მი­ტეტ­ში. ის ინ­დი­კა­ცია, რაც ანო­ტა­ცი­ა­ში ჩა­ი­დო ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, ნორ­ვე­გი­ის­თვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. მათ სურთ, რომ სრუ­ლი სუ­რა­თი იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბის მარ­თვი­სა და მათი თან­მიმ­დევ­რო­ბის სპე­ცი­ფი­კა სხვა­დას­ხვაა. ნორ­ვე­გი­ა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პრე­პა­რატს, რო­მელ­ზეც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის მე­ქა­ნიზ­მის გა­მოკ­ვლე­ვა.

ამ ეტაპ­ზე ნორ­ვე­გია არ ეთან­ხმე­ბა პრე­პა­რა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მო­ტა­ნას. ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტი თა­ვად იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და, მი­უ­ხე­და­ვად EMA/ WHO-ის მო­წო­დე­ბი­სა, პრე­პა­რატს არ გა­მო­ი­ყე­ნებს სრუ­ლი მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე. ჩვენ­თან 1 კვი­რა­ში გა­ირ­კვე­ვა, დარ­ჩე­ბა თუ არა ეს პრე­პა­რა­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გე­ტყვით, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ნორ­ვე­გი­ა­ში იკ­ვლე­ვენ, გა­დამ­კვეთ მოვ­ლე­ნად თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია უდას­ტურ­დე­ბა, სიკ­ვდი­ლი კი გა­მო­იწ­ვია თრომ­ბოზ­მა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­კვე­ულ ჰი­პო­თე­ზა­ზე მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამა­ზე მას შემ­დეგ მირ­ჩევ­ნია მო­გი­თხროთ, როცა და თუკი იგი და­დას­ტურ­დე­ბა. გუ­შინ­წინ, 20 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გერ­მა­ნი­ის “გრა­იფსვალ­დის” ჰოს­პი­ტალ­ში მკვლე­ვა­რებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ად­გი­ნეს “ას­ტრა­ზე­ნე­კას” პრე­პა­რა­ტის მიერ ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუფ­ში თრომ­ბო­ზის წარ­მოქ­მნის მე­ქა­ნიზ­მი. ამა­ზე, ალ­ბათ, ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ ამომ­წუ­რავ და პრო­ფე­სი­ულ მი­მო­ხილ­ვას.

ჩემი ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ერ­თმა­ნეთს გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს. მე, პი­რა­დად, მეს­მის რო­გორც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას აყე­ნე­ბენ წინ, მაგ­რამ ასე­ვე მეს­მის იმ ექი­მე­ბის, რო­მელ­თაც ამ კონ­კრე­ტულ პრე­პა­რატ­ზე სიფრ­თხი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­აჩ­ნი­ათ უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. აქ ცუდი და კარ­გი არ არ­სე­ბობს, აქ არ­სე­ბობს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და ეს უფ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს ისე­ვე აქვთ, რო­გორც სხვა ადა­მი­ა­ნებს. ექი­მის გმი­რო­ბა პირ­ველ რიგ­ში არის ის, რომ იგი პა­ცი­ენტს არაფ­რით ავ­ნებს.

მი­უ­ღე­ბე­ლად მი­მაჩ­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და დაკ­ნი­ნე­ბა, ვინც შე­შინ­და. ნორ­ვე­გი­უ­ლი სა­ყო­ველ­თაო მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მარ­თე ქვი­თუმ თანგ ენი აცხა­დებს, რომ მას შემ­დეგ, რაც ამ, რამ­დე­ნი­მე მძი­მე გვერ­დით მოვ­ლე­ნა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ბევ­რი ნორ­ვე­გი­ე­ლი, მათ შო­რის – სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ცდი­ლობს, სა­კუ­თარ ოჯა­ხის ექიმ­თან გა­არ­კვი­ოს, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლის წი­ნას­წარ შერ­ჩე­ვა. ნორ­ვე­გია არ არის სკან­და­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, პი­რი­ქით – ქვეყ­ნის მთა­ვა­რი შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია გამჭვირ­ვა­ლო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და ფაქ­ტე­ბით და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის­თვის ხელ­შე­წყო­ბა. აქ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ებ­რძვი­ან. ვი­მე­დოვ­ნებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სი ეფექ­ტი­ა­ნად იქ­ნე­ბა მარ­თუ­ლი, გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად გა­მოვ­ლინ­დე­ბა და თუკი ის გა­მოვ­ლინ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე უდი­დე­სი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა. გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, ვინც აქამ­დე ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბას არ გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ დრო­ე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ევ­რო­პა­ში ეპი­დე­მი­ის მე­სა­მე ტალ­ღა შე­იმ­ჩნე­ვა, მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია ნორ­ვე­გი­ა­შიც, შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბით ჯერ ჩვენ­თან მსგავ­სი მო­ნა­ცე­მე­ბი არ ყო­ფი­ლა. ამის გამო, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა გახ­და სა­ჭი­რო და ცხა­დია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ისე იქ­ცე­ვა, რო­გო­რი ად­გი­ლობ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის სპე­ცი­ფი­კაც აქვს და იღებს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რაც ამ ეტაპ­ზე მი­აჩ­ნია ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ეფექ­ტი­ან გზად. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს გამ­ტყუ­ნე­ბაც რთუ­ლია და – უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რაც. ახ­ლა­ხან WHO-მაც უსაფრ­თხოდ და­ა­სა­ხე­ლა ეს პრე­პა­რა­ტი და CDC-მაც (და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი – ი.ხ.) ახალ­გაზ­რდა ასა­კი და მდედ­რო­ბი­თი სქე­სი გა­მო­ყო ცალ­კე ჯგუ­ფად, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მძი­მე გვერ­დით ეფექ­ტებს აღ­ნიშ­ნავს. ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი კვლა­ვაც აჭარ­ბებს სა­შიშ­რო­ე­ბას. ვაქ­ცი­ნა­ცია კვლა­ვაც რჩე­ბა ეპი­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის ერ­თა­დერთ გზად.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: ასტრაზენეკავაქცინანორვეგია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved