სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ვინც მიცნობთ იცით, რომ არ შემიძლია აქტიურობის გარეშე, არ შემიძლია მკვეთრი პოზიციის დაფიქსირების გარეშე. ერთ თვეზე მეტია ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფთან მაქვს კომუნიკაცია და აი, დადგა დღე, როცა ჩვენ ვიწყებთ! ვიწყებთ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას, ვიწყებთ ჯანსაღი მიდგომის შეტანას აქტივიზმში, ვიწყებთ პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას. ახალგაზრდების ენერგიულ, შრომისუნარიან და განათლებულ ჯგუფთან ერთად დავაფუძნეთ მოძრაობა „წინ’სვლა“, რომელიც იქნება ერთი მხრივ ხმაურიანი და მეორეს მხრივ – კონსტრუქციული. ჩვენ ვხსნით ბრძოლის ახალ ფრონტს – ვიწყებთ ბრძოლას პოლიტიკურ ჭაობთან, მობეზრებულ სახეებთან, ქვეყნის განვითარების მუხრუჭებთან, სტაბილურობის წინააღმდეგ გალაშქრებულ ჯგუფებთან.
გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ მექანიზმს, რათა დისკომფორტი შეექმნას ძალებს, რომლებიც ებძვიან ქვეყნის წისვლას”
კომენტარები