მსახიობმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, “რუსთავი 2″-თან თქვა:
“გაბრაზებული ვარ ყველაზე, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო. პირველ რიგში, პასუხისმგებელია ხელისუფლება, მერე არის ოპოზიცია და მერე – მედია. ყველას ბრალია, რა დღეშიც ვართ. ორი ქვეყანა არსებობს. არის ის ქვეყანა, რაც მედიაში ხდება და ჭიქაში ატეხილი ქარბობალა და არის – გარეთ საქართველოში რომ გახვალ და კრიზისი არაფერს ეტყობა. თავს გვახვევენ ამ უბედურებას…
,,ოცნებაზე” იმიტომ ვარ გაბრაზებული, რომ გამოიჩინა უსუსურობა, ვერ შეძლო იმის აღსრულება, რაც უნდა შეესრულებინა. აბრალებენ – უცხოელი პარტნიორები არ გვიშვებენ და რა ვქნათო. ესე იგი უცხოელი მეგობრების და პარტნიორების შიშით ვეღარ დაგვიცემინებია.”
ჟურნალისტებმა ჰკითხეს ნიკა მელიას დაჭერაზე და შეახსენეს, როცა ნაციონალების ხელისუფლების დროს ის შს-ს დაცულ ტერიტორიაზე
“შენ კმაყოფილი ხარ?! ძმურად მითხარით! ე, ბიჭო, რა რობოტივით მელაპარაკები! მე ხომ ძმურად გაგეცი პასუხი…
აა, მარტო ლარის გაუფასურებით ხართ უკმაყოფილო და რასაც მედიასივრცეში ხედავთ, კმაყოფილი ხართ?! რა დესტრუქციაც ხდება, მუდმივი პატრიარქის გინება, ცილისწამება…
მანდატების დაჭრა პოლიტიკური პროცესი იყო, რა შუაშია დესტრუქცია?! მილიციონერებს რომ აგინებენ და ვაიუშველებული რომ არის რუსთაველზე, ეს არის დესტრუქცია… მე იქ ფურცლებით გადავედი, რომ ახალგაზრდები გამეთავისუფლებინა, ვისაც აუპატიურებდნენ და 20 ივნისის შეჭრას ადარებთ ამას?!.. მელიას შეუძლია, არ იჯდეს და მალე გამოვიდეს.. “
კომენტარები