პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ,,პატრიოტთა ალიანსიდან”, ადა მარშანია საქართველოს პირველ პრეზიდენტს ქაჯს უწოდებს და ამბობს:
“აფხაზებს არ გაუმართლათ, რომ ჰყავდათ არძინბა და ქართველებს არ გაუმართლათ, რომ ჰყავდათ გამსახურდია. ვაიმე, ახლა წნევამ ამიწია უკვე. გამსახურდია და არძინბა – ეს ორი ქაჯი! ესენი როგორ უნდა ყოფილიყვნენ პრეზიდენტები. მათი თავი არ მუშაობდა ისე, რგორც უნდა ემუშავა პრეზიდენტის თავს. ორივე იქცეოდა როგორ კლასიკური, კაშკაშა პროვოკატორი. როდესაც პრეზიდენტი გახდა, ვაიმე, დაინახა სხვანაირად საქართველო. ამის შედეგად იყო, ძაან უცნაური კანონი რომ მიიღეს, მერე აფეთქდებაო და ასეც მოხდა…
ვინც იყო კარგი, ჭკვიანი, გონებაგახსნილი, ყველა მოკლეს… შერჩა ქაჯებს…”
კომენტარები