ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა “კურიერთან” საუბრისას ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველის მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს და ამბობს, რომ მზადაა დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს.
ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოუწოდებს, მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოს.
“მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყონებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე.
მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია”
ცოტა ხნის წინ, ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაური იყო, პეტრე ცაავას მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) დაუპირისპირდნენ.
კომენტარები